თეგებით ძიება

ეს არის რეალობა, რომლის შეცვლაც ჩვენი მოვალეობაა ქვეყნის შიგნით ჩვენი მომავლის წინაშე - რას ამბობს გიგა ბოკერია?

"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოროტებისა და სიკეთის შორის ომის დროს მკაფიო პოზიციის დაუფიქსირებლობა სირცხვილია.

"ეს რეალობა არის ერთი მხრივ უბრალოდ სირცხვილი, ამ ბოროტებისა და სიკეთის შორის ომის დროს მკაფიო პოზიციის დაუფიქსირებლობა და მეტიც, ბოროტების მხარეს დგომა ბევრ შემთხვევაში, ხოლო მეორე მხრივ დასავლეთისგან საქართველოს იზოლირება, რაც სირცხვილის გარდა პირდაპირი გაგებით გვიზრდის რუსული აგრესიის საფრთხეს, დაუცველს გვტოვებს რუსეთის წინაშე, როგორც ეს 90-იანებში მოხდა, როცა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყვეს.

ეს არის რეალობა, რომლის შეცვლაც ჩვენი მოვალეობაა ქვეყნის შიგნით ჩვენი მომავლის წინაშე. ეს სირცხვილი ვერ გაქრება და ჩვენი საფრთხე ვერ განეიტრალდება და ვერ გავაღწევთ თავისუფლების სამშვიდობოს, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს, ხოლო დღეს ასეთი არ გვყავს“, - აცხადებს ბოკერია. 

შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარი თქვეს კიევში ჩასვლაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად. მისივე თქმით, "ოცნების“ წევრები ცდილობდნენ, "დაემალათ“ უკრაინის უმაღლესი რადას მოსაწვევი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა