თეგებით ძიება

შეშინების მიზნით ხელი დავარტყიო და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო - რას ამბობენ 2 წლის ბავშვის ოჯახის წევრები, რომელზეც სისტემატიურად ძალადობნენ?

კახეთში 2 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, საკუთარი მამა  სისტემატიურად ფიზიკურად ძალადობა, რის გამოც ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით საავადმყოფოში მოათავსეს.

ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ბავშვის მამა.

მომხდარის შესახებ პოლიციას ბებიამ აცნობა, რომელიც თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა, თუმცა ის სხვა ვერსიაზეც საუბრობს და აღიარებს, რომ მცირეწლოვან შვილს მამამაც სცემა.

"დღისით სახლში არ არის, 11-12 საათზე მოდის სახლში და ეგ როგორ სცემდა? ფეჩთან იდგა და რომ გამოვიყვანე, შეშინების მიზნით ხელი დავარტყი და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო", - ამბობს ბებია.

ბიძა აცხადებს, რომ ბავშვის დედა უდანაშაულოა.

"გაშორებულები იყვნენ მშობლები, ჩემი და ამოვიდა აქ, ორი თვეა რაც წამოსულია. მისი მხრიდან არანაირი ძალადობა არ იყო, როგორც იქ ამბობდნენ. ბებიამ დაადანაშაულა ბავშვის დედა და მიაწოდა ისეთი ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება," - ამბობს ბავშვის ბიძა.

ცნობისთვის, დაკავებულ მამას სამი წლით პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა