თეგებით ძიება
25. 02. 2023 მსოფლიო

გამარჯვების დღე იქნება ყველაზე ბედნიერი დღე ჩემთვის - ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციური მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას, როგორც ფინანსური და სამხედრო დახმარებით, ისე სოლიდარობით.

"თავიდან ტანკების ხსენებაც კი არავის სურდა. შარშან შემოდგომაზე კი დავინახეთ, რომ ჩვენი მიწების დაბრუნება შეგვიძლია. გადამწყვეტი იყო ხარკოვის რეგიონის დეოკუპაცია, ისევე როგორც ხერსონის - ამ წარმატებების გარეშე, ვფიქრობ, ვერ მივიღებდით ახალი ტიპის შეიარაღებას. უკრაინაში აქამდე ვერავის წარმოედგინა, რომ გვექნებოდა "პეტრიოტები", მაგრამ ახლა ჩვენ მათ ვიღებთ დახმარების სახით. იცით, რომ არსებობს სატანკო კოალიცია. ეს არის ხანგრძლივი, რთული პროცესი, რაც ერთადერთი სისუსტეა, რადგან დრო ნიშნავს მეტ ადამიანს, რომელსაც ვკარგავთ. შეიარაღების მიწოდების დაჩქარება ჩვენ გვსურს ჩვენი ცის, ხალხისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ნატოს შეიარაღება, რომელიც აქამდე არ გვქონია და ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ არ ვართ ალიანსის წევრები", - ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა