თეგებით ძიება
25. 02. 2023 მსოფლიო

უკრაინა ბელარუსთან და რუსეთთან საზღვარს დანაღმავს

უკრაინა ბელარუსთან და რუსეთთან საზღვარს დანაღმავს და სასაზღვრო ხაზის სიგანეს 2 კმ-მდე გააფართოებს. ინფორმაციას  "ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

"ეს გადაწყვეტილება გათვალისწინებულია კანონით, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო “სახელმწიფო საზღვრის დაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. „პრაქტიკულად, ეს სრულად დანაღმული ტერიტორია იქნება“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ოლეგ ნემჩინოვმა.

რადას 450 წევრიდან კანონს 310-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, 2022 წელის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, კიევისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ბელარუსის მხრიდან შემოსულმა ძალებმა შექმნეს, რომლებიც უკრაინულმა ქვედანაყოფებმა უკრაინის დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კმ-ში გააჩერეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა