თეგებით ძიება

ესეც არის წამების ფორმა - გიული ალასანიას თქმით, ნიკოლოზ სააკაშვილი მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.

"შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. არავითარი მიზეზი არ იყო, ახსნა-განმარტებას არ ვიღებთ, უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა", - თქვა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმედაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა