"მოძრავი სახლი" - მიწისძვრის შემდეგ თურქეთში სახლი გადაადგილდა (ვიდეო)
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ადიამანში, ერთ-ერთ სოფელში სახლი რამდენიმე მეტრით გადაადგილდა.
კერძოდ, თურქული მედიის ინფორმაციით, სახლი საძირკვლიდან 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე აიწია და 2 მეტრით გაიწია განზე.
ვიდეო სოციალურ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ 45 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.