მეოთხე დღეა ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებულ გოგოს ეძებენ
ქობულეთში, მეოთხე დღეა ზღვაში, მაშველები გოგოს ეძებენ.
ახალგაზრდა გოგო ზღვაში 22 თებერვალს გაუჩინარდა.
ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები მონაწილეობენ.
ადგილობრივების თქმით, 2 გოგო წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, ერთმა გამოსვლა მოახერხა, მეორე კი ზღვიდან ვერ გამოვიდა.