თეგებით ძიება

"ნუ მოიწყენთ, თუ ჯერ-ჯერობით რაღაც ისე არ გამოგდით - სიკვდილთან შედარებით არაფერია მცირე ხელფასი, რაღაცის ტკივილი ან მეზობლის ცუდი ქცევა" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"იმასთან შედარებით, რომ მოკვდავნი ვართ, ყველაფერი რა უმნიშვნელოდ გამოიყურება არა?

ჰოდა, ნუ მოიწყენთ, თუ ჯერ-ჯერობით რაღაც ისე არ გამოგდით - სიკვდილთან შედარებით არაფერია მცირე ხელფასი, რაღაცის ტკივილი ან მეზობლის ცუდი ქცევა.

ახალი დღე გათენდა - სიცოცხლე გრძელდება.

მშვენიერი დღეა, საქართველოსთვის და კარგი ადამიანებისთვის რომ იცოცხლო.

ხვალაც ასეთი დღე იქნება და ზეგაც", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა