კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თელავში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელი ნოშრე თუშიშვილია.
ახალგაზრდა მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით თელავის-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახნენ.
ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.