თეგებით ძიება

მილანში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა - გიორგი კეკელიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მილანში, ასოციაცია „ქართულ სახლში“, ვია სებენოკოს #31-ში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე წერს.

„მილანში მცხოვრები ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი რამდენიმე ასეულ გამოცემას ითვლის - უახლეს ქართულ და საქართველოს შესახებ ლიტერატურას.

ეროვნული ბიბლიოთეკა წლებია ამ მიმართულებით მუშაობს და უკვე არაერთ ქვეყანაშია ქართული ბიბლიოთეკა გახსნილი“, - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა