2022 წელს ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 29 000-მდე მოქალაქემ მიმართა
ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 14 970 მოქალაქემ მიმართა.