თეგებით ძიება

„როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას, მოვალ და… სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან აცრემლებული“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

მომღერალ, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„დღევანდელი დღე გუშინდელზე უარესია.

ხვალ ალბათ კიდევ უარესი და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე???

მოვედი შენთან და…. რა გააკეთე, რა შესძელი, როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას, მოვალ  და … სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან თავდახრილი, აცრემლებული.

დღეს კი მუხლებზე დამდგარი, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე. არ  ვახელი ხელი, ისე დავტოვე.

ასე გეფერებიან დე.

ასე ენატრები ყველას.

მაგრამ ყველაზე მეტად მე და შენ ვართ ერთმანეთს მონატრებული. ხოდა ხვალ რომ უარესის უარესი დილა გათენდება და ვეღარ ვუძლებ რა ვქნა???

პასუხს შენგან ველოდები დე“, - წერს ნელიტა ფურცელაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა