თეგებით ძიება

„თვალი გავახილე და… სასთუმალთან გია მაისაშვილი მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა…“ - რას იხსენებს შალვა ოგბაიძე?

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში პოლიტიკოს, გია მაისაშვილს იხსენებს.

„5 წელი გასულა.

ტვინის შერყევით საავადმყოფოდან გამომწერეს მიტინგის მორიგი დარბევის შემდეგ.

ძალიან ცოტა თუ ბედავდა ჩემს მოკითხვას.

ძილ-ბურანში ვიყავი, არ მახსოვს რამდენი ხანი მეძინა, ან მეძინა კი საერთოდ?

იმას კი ვგრძნობდი, რომ ვიღაც სათნოდ მესაუბრებოდა, და ვგრძნობდი ნაგვემ სხეულში რაღაცნაირი სითბოს ჩაღვრას.

თვალი გავახილე და …

სასთუმალთან Gia Maisashvili გია მაისაშვილი მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა…

მოგვიანებით მეუღლემ მითხრა-საათზე მეტი გესაუბრებოდაო…

მადლობაც ვერ გადაგიხადე, ძმაო…

ჩემო რაღაცნაირო ძმაო…

მშვიდობით…”, – წერს შალვა ოგბაიძე.

ცნობისთვის, გია მაისაშვილი ავთვისებიანი სიმსივნით 5 წლის წინ დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა