ჯო ბაიდენი აპირებს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი მეორედ იყაროს
ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბაიდენი ამბობს, მეორე ვადით არჩევა მის გეგმებში შედის, თუმცა სრული საარჩევნო კამპანიისთვის ჯერ მზად არ არის.
ცნობისთვის, 80 წლის ბაიდენი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია.