იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა.
გემი, რომელსაც სავარაუდოდ, ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ლტოლვილები გადაჰყავდა, უამინდობისას კლდეებს შეეჯახა.