წნევა, არითმია და სიცხე აქვს, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
საქართველოს ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ მაღალი წნევა და ტემპერატურაგა აქვს და გამუდმებით ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს იღებს.
„ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა. სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება. ხელის დადებით აღენიშნებოდა ტემპერატურა, ისე აღარ მიკითხვას, იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი“, - განაცხადა ალასანიამ.