თეგებით ძიება

საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება - რას წერს მეტერეოლოგი?

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში თებერვლის ბოლო დღეები თბილი იქნება.

"ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ.

ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.

კონკრეტულად, 28 თებერვლის ჩათვლით:

დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება - ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.

ზეგ უკვე, აღმოსავლეთში, ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება, მაგრამ ყინვა აღარ იქნება," - წერს ფარტენაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა