თეგებით ძიება

თვითდაზიანება იქცა პოლიტიკურ მიზნად - ვოლსკი სააკაშვილზე

მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის თვითდაზიანება პოლიტიკურ მიზნად იქცა.

“რასაკვირველია, სააკაშვილმა რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან ოჯახის წევრებიც. ეს რეალობა გვაქვს დღეს. საექიმო კორპუსი არაფერს არღვევს, ერთადერთი ფაქტი, რომელზეც შეიძლება, დღეს ვისაუბროთ, არის ის, რომ თვითდაზიანება იქცა პოლიტიკურ მიზნად და სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად, შეიძლება ითქვას, მთავარ მიმართულებად“, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა