თეგებით ძიება
26. 02. 2023 სპორტი

"უცებ საოცრება მოხდა, რიგში მდგომებმა გაიწიეს და... ცრემლი წამომივიდა" - რა გაუკეთეს ქართველ გულშემატკივრებს "ნაპოლისა" და "ემპოლის" თამაშზე?

ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრების შესახებ ემოციურ ისტორიას აზიარებს და წერს, როგორ დაუთმეს მათ ნაპოლი-ემპოლის თამაშზე სხვა ადამიანებმა რიგი.

"გუშინ ნაპოლი ემპოლის შეხვდა, ისევ მოიგო (რა თქმა უნდა)… ხვიჩა ძირითადში იყო… 

მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარეთ ინტერვიუებს ვწერდი, როცა რაღაც მომენტში, ქართველების პატარა ჯგუფი გამოჩნდა, მხრებზე ქართული დროშებით და ხვიჩას მაისურებით და დროშებით… ამაყები, ლაღები.

მაშინვე ობიექტივი მათკენ მივაბრუნე… მშვიდად ჩადგნენ გრძელ რიგში, მაგრამ უცებ მართლა საოცრება მოხდა (თუ რატომ საოცრება, ამას ქართველი ემიგრანტები კარგად მიხვდებიან). რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი,

ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, გზა დაუთმეს ქართველებს. 

ძალიან ემოციური გავხდი ამ ბოლო

დროს თუ რა მჭირს, არ ვიცი. იქაც ცრემლი წამომივიდა და ახლაც ბურთი გამეჩხირა ყელში.

მადლობა ხვიჩა!

მადლობა იტალია!

Fორცა ნაპოლი სემპრე!

სტატიას ვწერ და ამ ეპიზოდს აუცილებლად შევიყვან", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა