რას კურნავს და როგორ უნდა მივიღოთ თაფლიანი წყალი? - ექიმის რჩევა
ექიმი, ირაკლი შელია რეკომენდაციით გამოდის, თუ როგორ უნდა მიიღოთ თაფლიანი წყალი და აქვე, მედიკოსი განმარტავს, მის სამკურნალო თვისებებსაც.
"თაფლიანი წყალი ნატურალური თაფლის (30%) და თბილი წყლის (70%) სასმელია, რომლის დალევაც რეკომენდებულია უზმოზე. ეს ენერგიის ნამდვილი ელექსირია, რომელიც ჭარბი წონის დაკლებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირებაში, ძილის მოწესრიგებაში, ასევე ორგანიზმის გაახალგაზრდავებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
თუ დილით თაფლიანი წყლის დალევა გადაწყვიტეთ, შემდეგი წესები დაიცავით!
სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ ნატურალური თაფლი გამოიყენეთ, რომელიც დამატებით მინარევებს არ შეიცავს;
წყალი დაახლოებით 37 გრადუსის უნდა იყოს;
სასურველია, წყაროს ან გაფილტრული წყალი გამოიყენოთ;
ბევრი თაფლი არ დაუმატოთ. 200 მლ წყალზე მხოლოდ 30 გრ თაფლი საკმარისი იქნება;
სასმელი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
საშუალება მაცივარში არ შეინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის სამკურნალო თვისებებს დაკარგავს.
ერთი ჭიქა ტკბილი წყლის საღამოს დალევით მოდუნებას შეძლებთ და ორგანიზმი სრულყოფილი დასვენებისთვის მოემზადება.
არტერიულ წნევას არეგულირებს;
ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს;
ნერვულ სისტემას აძლიერებს;
ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს;
* სისხლძარღვების კედლებს იცავს;
ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს.
თაფლიანი სასმელი ბევრ პრობლემას მოგაშორებთ:
1. ჭარბი წონა. ტკბილი წყალი ცხიმის დაგროვებას აფერხებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს. თუ ერთ ჭიქა ასეთ წყალს ჭამის მიღების წინ დალევთ, ზედმეტ კილოგრამებს მკაცრი დიეტების და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის გარეშე შეძლებთ.
2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა. სასმელი კუჭის ლორწოვან გარსს იცავს და საჭმლის მონელების პროცესს აწესრიგებს. კუჭის პრობლემების დროს არა მხოლოდ წყლის დალევა, არამედ დიეტის დაცვაც აუცილებელია.
3. ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები.
უბრალოდ 1 ჩ/კ თაფლის უზმოზე დალევა საკმარისია, რომ სურდოს დაავადების განვითარება შეაფერხოთ. თუ უკუჩვენება არ არსებობს, ასეთი საშუალების მიღება როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის შეიძლება.
4. დაბალი წნევა და ძალების დაკარგვა. თაფლიანი წყალი მხნეობას შეგმატებთ და თქვენის შრომისუნარიანობას გააუმჯობესებს.
5. უძილობა. თაფლიანი წყალი მოდუნებასა და სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ. საუკეთესო ეფექტისთვის ასეთი სასმელი ყოველ დილით 2 -კვირის განმავლობაში დალიეთ, თუ თაფლის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა არ გაქვთ!
ეს საშუალება თქვენი გარეგნობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან კანს უფრო გლუვს და ელასტიკურს ხდის, მის ფერს იცავს, ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს, ფრჩხილებს და თმას აძლიერებს, კბილებს კარიესისგან, ხოლო პირის ღრუს სტომატიტისგან იცავს.
სანამ სამკურნალო მიზნით
თაფლიანი წყლის მიღების უკუჩვენებები!!!
სასმელის დალევა არ შეიძლება, თუ გაქვთ!!!
ალერგია თაფლზე;
ჰიპერტონული დაავადებები (მწვავე სტადიაზე);
ნაწლავების აშლილობა;
საკვებით ან ტოქსინებით მოწამვლა;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
3 წლამდე ბავშვებისთვის.
პირველად, სასმელი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით!", - წერს ექიმი.