თეგებით ძიება

"საშინელება უნდა დავწერო ახლა..." - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე ბათუმზე, ტურისტებთან შედარებით საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე წერს, რომლის გარეშე ზღვისპირა ეს ქალაქი ისეთი არ იქნებოდა, როგორის დღეს არის.

"საშინელება უნდა დავწერო ახლა...

არ ვერევი მეთქი სამოქალაქო ომში და ვცდილობ გული არ ვატკინო ძვირფას ადამიანებს, ვისაც საშინლად უსამართლოდ მოექცნენ მაშინ.

ამიტომ მხოლოდ იმას ვწერ (ხოლმე), რაც აბსოლუტურად უეჭველია და უბრალოდ შეუძლებელია შემედავო.

ახლა თავისუფალი დრო მაქვს და ბათუმის "ანბანზე" ავედი.

ქართველი მოქალაქეები ვიჩაგრებით:

ჩვენთვის 10 ლარი ღირს, უცხოელი ტურისტისთვის - 5 ლარი.

ნუ, კარგი, ამას აიტანს ადამიანი.

ზოგადად გირჩევთ, გადასარევი ხედია ზღვაზეც და ქალაქზეც.

ბათუმი გახდა საზღვაო ტურისტული ქალაქი, რომელიც ზამთარშიც მოთხოვნადია. 

კი, ზამთარშიც უცნაურად "ენერგეტიკულია" და არა სევდიანად მოდუნებული როგორც ზღვის კურორტთა აბსოლუტური უმრავლესობა.

სულ რამდენიმეა მსოფლიოში ასეთი საზღვაო ქალაქი, ანუ მულტისეზონური.

დუბაი არ ითვლება.

 ის სხვაა, რადგან იქ ზამთარი საერთოდ არ არის.

გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ..

მართლა საოცარი ენერგეტიკაა ბათუმში. 

ეს არ აღიწერება და არ აიხსნება მარტივად. 

აი ნიუ იორკში ცათამბჯენი სასტუმროს ფანჯრიდან რომ გადმოიხედავ და ჟრუანტელი დაგივლის - ისე.

ჰოდა....ჰოდა.....სულ რომ ამკუწოთ, ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: 

ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არა.....ის ჩვენი  პატიმარი.

არაფერი ეს არ იქნებოდა მეთქი.

სამაგიეროდ დღესაც იქნებოდა...... ასლან- უმცროსი.

არა, ცუდი ბიჭი კი არ არის.

როგორ გეკადრებათ!

ძალიანაც კარგი ბიჭია გიორგი: კეთილი, ჭკვიანი, განათლებული, მეგობრული, კარგი მეოჯახე....მაგრამ ის იქნებოდა, 

აი ეს ყოველივე კი, რასაც ახლა უყურებთ, - არა.

და კიდევ ჩაზნექილი "სკამეიკები" იქნებოდა 150  მეტრიან ბულვარზე.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა