თეგებით ძიება
27. 02. 2023 სპორტი

"ცოტა ეღიმებოდათ" - რა ჰკითხეს კვარასა და საქართველოზე იტალიელმა ჟურნალისტებმა გიორგი კეკელიძეს?

მწერალი, ეროვნული ბიბლოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, იტალიაში ქართული ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ წერს და აღნიშნავს, თუ რა ჰკითხეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა "ნაპოლის" ქართველ გარემარბ, ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოზე.

"გუშინ და დღეს იტალიაში, მილანში და ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკები გავხსენით. ეს ამბავი ასზე მეტმა იტალიურმა გამოცემამ გააშუქა. აქამდე მსოფლიოს 80 ქალაქში გაგვიკეთებია იგივე, თუმცა  ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ დღეს იტალიაში სულ სხვა კონტექსტია - ჟურნალისტების უმრავლესობა მეკითხებოდა, ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოს ჰყავდა თუ არა დიდი მწერლები და როცა იგებდნენ, რომ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მნიშვნელოვანი ტექსტები გვქონდა და ადრერენესანსული პოემა, რომელიც ,,ღვთაებრივ კომედიას" არაფრით ჩამოუვარდება, ცოტა ეღიმებოდათ. 

მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ხვიჩასაც ზუსტად ესმის, რომ ის ახლა ერთგვარი ლოკომოტივია, თუნდაც ევროპის ერთ ქვეყანაში და ჩვენ ვალდებულები ვართ მეტი გავაკეთოთ - გავაცნოთ ჩვენი საოცარი ქვეყანა, რთული ისტორიით და დიდი კულტურით. ამას ათასობით ქართველი ემიგრანტიც ელის და ამიტომაც იყო მათთვის მნიშვნელოვანი ამ სივრცეების გახსნა. წინ, დიდი საქმეებია", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა