27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით 27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
"ჩვენი ასოციაციის მისიაა საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის გასტრონომიული კულტურის, სოფლის მეურნეობის, ეკოგასტრონომიის, ენოგასტრონომიის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროების პროგრესზე", - ნათქვამია საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის განცხადებაში.