თეგებით ძიება

ვერ საუბრობს, ლოგინად არის ჩავარდნილი - ადვოკატი სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ილია ლომია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მე-7 დღეა ლოგინადააა ჩავარდნილი.

"1 კვირაა მიხეილ სააკაშვილის კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ლოგინიდან ვეღარ დგება, ტკივილები აქვს, კიდურებში ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ, საუბარიც უჭირს, არ უნდა საუბარი... უხასიათოდ, უმწეო მდგომარეობაშია მივარდნილი. 

სიმართლე გითხრათ ასეთ მდგომარეობაში მე არასოდეს მინახავს. ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა საუბრის სურვილიც აღარ აქვს. ფაქტობრივად არაფერზე არ საუბრობს. ჩვენი შეხვედრა შემოიფარგლება იმით რომ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს და რამდენიმე წუთის შემდეგ ვტოვებთ მის პალატას. 1 კვირაა უკვე ასეთ მდგომარეობაშია“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა