თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის კახექსია უფრო გაღრმავდა, უკვე ძვლების განლევაც დაიწყო - რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტის ექიმი?

სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება.

„ეს არის კანონზომიერება, თუ ავადმყოფს გაუმჯობესება არ აქვს და ამას ჩვენ სექტემბრის ბოლოდან ვუყურებთ. 4 დეკემბერს, 19 თებერვალს ვნახეთ და ეს პროცესები ღრმავდება, კახექსია ღრმავდება. ეს არის კანონზომიერი, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსდის: წონაში კლება, კუნთების განლევა და ახლა უკვე ძვლების განლევაც დაიწყო. ეს ნელ-ნელა კანონზომიერად მიმდინარეობს, ვინაიდან მას ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება“, - აღნიშნა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა