თეგებით ძიება

"ნებაყოფლობით ურთიერთობას მაშინ აქვს ფასი, თუ თქვენ ერთმანეთი გსიამოვნებთ" - ზურა მხეიძე წყვილების ურთიერთობაზე

რადგანაც ავირჩიე ურთიერთობა, მაშინ უნდა მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ, - აცხადებს ფსიქოლოგი, ზურა მხეიძე წყვილების ურთიერთობაზე საუბრისას.

გთავაზობთ ამავე საკითხზე მხეიძის წიგნიდან „სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“ ამონარიდს:

"ნებაყოფლობით ურთიერთობას მაშინ აქვს ფასი, თუ თქვენ ერთმანეთი გსიამოვნებთ. თუ ეს ასე არაა, გაარკვიეთ მიზეზი ან შეწყვიტეთ ურთიერთობა. მაგრამ რადგანაც ავირჩიე ურთიერთობა, მაშინ უნდა მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ. 

თუ რაღაცების გარკვევა მინდა, შემიძლია გითხრა, რა მომწონს და რა - არა. თუმცა ხდება ხოლმე, როცა ურთიერთობა უნდათ, მაგრამ მხოლოდ ისეთი, როგორიც მათ წარმოსახვაშია. ეს უსამართლო მოთხოვნაა, რადგან მასში პარტნიორის სურვილი არ მოიაზრება".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა