თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ხალხი ქუჩაში გავიდა (ვიდეო)
თურქეთში მაგნიტუდით 5.6 მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ მალათიაში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობა გარეთ, ქუჩაში გავიდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს 45 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.