თეგებით ძიება

მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება ომის წინა პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა, მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ამის შესახებ მან გადაცემაში "იმედი LIVE“-ში განაცხადა.

"ზუსტად იციან ოპონენტებმა, რომ არავითარი რუსული ორბიტა არ არსებობს. კიდევ ერთი თემა, რაც ასევე იციან. ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ, რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება ომის წინა პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ომამდე ეს იყო 40 მლნ კუბური მეტრი დღეში. დღეს 39 მლნ-ია. ამით უკრაინის პოზიციის დევალვაცია კი არ მინდა ან რამე მორალურ კრიტერიუმს კი არ წარმოვაჩენ, წარმოვაჩენ იმას, თუ რამდენად საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ მათ შორის, უკრაინამ, საქართველომ, ევროპულმა ქვეყნებმა თავისი ინტერესები გაატარონ ამ ვითარებაში. არ არსებობს საქართველოს ინტერესი იმისა, რომ რაღაც ორბიტაზე მოხვდეს. საქართველოს ინტერესი არსებობს იქ, სადაც არის ქართული საზოგადოების ინტერესი. „ნაცმოძრაობის“ ოჯახები იქნება, „ქართული ოცნების“ თუ ნებისმიერი სხვა პარტიის, არ არსებობს ოჯახი, ვისაც უნდოდეს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა