თურქეთში ახალმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია - ნანგრევებში მამა-შვილი მოჰყვა (ვიდეო)
თურქეთში, ქალაქ მალათიაში მომხდარმა ახალმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. თურქული მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მამა და შვილი მოჰყვნენ.
ცნობისთვის, მალათიაში რამდენიმე წუთის წინ, მაგნიტუდით 5.6 მიწისძვრა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს 45 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
6 თებერვლის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე ათეული მიწისძვრა მოხდა.