თეგებით ძიება

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ახალი დეტალები ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გაზი აფეთქდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დანგრეულია ის შენობა, სადაც საავადმყოფოს გათბობის სისტემა იყო დამონტაჟებული. როგორც ცნობილია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილზე მყოფი პირების თქმით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრა ეგონათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც მომხდარის მიზეზს სწავლობენ.

დამატებით დეტალებს TIA.GE საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა