თეგებით ძიება

ახლა წყენების გახსენების დრო არაა - როგორ მიმართავს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს?

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და „ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს“.

სააკაშვილის აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას მხარს ვუჭერ", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა