თეგებით ძიება

ეს რუსული კანონი „კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს - მამუკა ხაზარაძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. უცხოურ აგენტებზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს ეს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას.

„დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.

"ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა