ვინ იყო ახალგზრდა ქალი, რომელიც დღეს ქობულეთში ზღვაში დამხვრჩვალი იპოვეს?
ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქობულეთში, ზღვაში ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გარდაცვლილი ირინა სლიუსარია, რომელიც 22 თებერვალს, მეგობართან და ძაღლთან ერთად, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე სეირნობდა.
გამოცემის ცნობით, ტალღამ ირინას ძაღლი ზღვაში შეიყვანა და ჩაძირა, რის გამოც მეგობრებმა გადაწყვიტეს, წყალში მის საშველად შესვლა, ამის შემდეგ ირინა გაუჩინარდა. მეგობარი გოგო კი გადარჩა, ის საავადმყოფოში მოათავსეს.
ირინა სლიუსარი საქართველოში ერთ-ერთი ბავშვთა თეატრის „მუსი და ციცინათელას“ მფლობელია.