“იატაკზე უგონოდ დაცემული მიშა არის სიმბოლო, დაცემული საქართველოსი“ – რას წერს მეგი გოცირიძე?
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
“პუტინის პირადი ტყვე, მოღალატე ქართველების ხელით მოწამლული და ნაწამები , იატაკზე უგონოდ დაცემული მიშა არის სიმბოლო, დაცემული საქართველოსი ისევე, როგორც ხელოვნურად მართვით სუნთქვაზე მიერთებული მიშა გამოხატავს მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ უღუნო, უმწეო, სულის ამოსვლის პირას მყოფ საქართველოს….“ - წერს გოცირიძე.