ქუჩები, სადაც 28 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონის (ნაწილობრვი), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, დემეტრე თავდადებულის და შალვა ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ნოდარ ბოხუას, ფეიქართა, იუნკერ მიხეილ იოსელიანის, ჩაჩავას, აკაკი ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მოსახლეობას.