თეგებით ძიება

პარლამენტის შენობა აქციების მოწყობის ადგილი არ არის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგები გააკრიტიკა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელი საშვები დაუშვეს იმ ადამიანებისთვის, ვინც აპროტესტებს “ხალხის ძალის” მიერ მომზადებულ კანონპროექტს „აგენტების“ შესახებ. პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ბოროტად იყენებენ მათთვის მინიჭებულ პრივილეგიას.

“ეს არაკოლეგიალურია, როდესაც სხვა კოლეგებს უნდა შეატევინო, შემოიყვანო ადამიანები შენობაში იმისთვის, რომ შეუტიონ შენს კოლეგებს, შეიძლება შეურაცხყოფაც მიაყენონ. ეს არ არის სწორი… თუკი ჩვენ თვითონ არ ვეცით პატივი ჩვენს მანდატს, ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ აღიქვამენ.

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, პარლამენტის შენობა აქციების მოწყობის ადგილი არ არის”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა