პროდუქტებისა და ქირის ფასის მკვეთრად გაზრდა, შესაძლოა, თურქეთში 5 წლამდე პატიმრობით დასჯადი გახდეს
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ტექნიკური შესწავლა კანონის, რომელიც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმათთვის, ვინც მიწისძვრისა და ეპიდემიის დროს პროდუქციის და ქირის ფასს გადაჭარბებულად გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრებმა 45 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიური კატასტროფის შედეგად ქვეყანააში ათასობით შენობა-ნაგებობა დაინგრა, განადგურდა ინფრასტრუქტურა.