თეგებით ძიება

"ჩემო უსაყვარლესო ქართველებო... ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ" - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

 სატელევიზიო მეგა პროექტ "American Idol"-ის ქართველი მინაწილე, ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

"ჩემო უსაყვარლესო ქართველებო, არაქართველებო! უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დიდი სიხარულის გაზიარებისთვის. რაც მთავარია, ჩემი ბავშვობის ოცნება, ბილეთი ჰოლივუდში აღებულია. წინ ბევრი კარგი ამბავი გველოდება. ძალიან მიყვარხააააართ და ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ", - წერს ბუზალაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სატელევიზიო მეგა პროექტ "American Idol"-ის მონაწილეა. მისმა გამოსვლამ ჟიურის წევრები არაფრთოვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა