თეგებით ძიება

„უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე“ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცხოელ დიპლომატებთან დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.

"3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული." - წერს მინისტრი და "სქრინებს" აქვეყნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა