ამერიკის სახაზინო მდივანი კიევში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია.
ვიზიტის მიზანი აშშ-ის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება და მისი ეკონომიკურად დახმარებაა.
ჯანეტ ელენი შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებს.