თეგებით ძიება

"შაკოს უკანასკნელი სურვილი უნდათ აასრულონ" - ოჯახი ეძებს გარდაცვლილი შვილის ძაღლს, რომელიც დაიკარგა

ოჯახი ეძებს გარდაცვლილი შვილის ძაღლს, რომელიც დაიკარგა. ინფორმაციას ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე ავრცელებს.

"2022 წლის აგვისტოში ოჯახიდან დაიკარგა შავი, გრძელბეწვიანი გერმანული ძუ ნაგაზი, სახელად მონიკა.

მისი პატრონი, ახალგაზრდა ბიჭი შაკო ბოგველი დაკარგვის დღიდან ეძებდა თავის ცუგას... მაგრამ რამდენმე თვის წინ პატრონი დაიღუპა.. 

ახლა პატრონის მშობლები ეძებენ ამ ცუგას - რომელიც მათ შვილს ძალიან უყვარდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეძებდა ყველგან... 

ყველას გთხოვთ - ვისაც გყავთ მონიკა, რომლის ფოტოებსაც აქ ხედავთ - დაუბრუნოთ პატრონის ოჯახს.. - ეს ცუგა მათი შვებაა და მათი შვილის ხსოვნა...

გვჯერა, რომ სასწაულები ხდება და ხმას მივაწვდენთ იმას, ვისააც მონიკა ჰყავს !

მონიკა დაიკარგა ვაზისუბნის მე-4 მიკროდან, თუმცა გამორიცხული არაა, ნებისმიერ ლოკაციაზე იყოს ! 

მონიკას ყველა ეძებს - პატრონის მეგობრები და ოჯახი ... ცდილობენ, იპოვონ მონიკა - შაკოს უკანასკნელი სურვილი უნდთ აასრულონ. 

ყველას გთხოვთ დააკვირდეთ!

იქნებ ვინმეს გყავდეთ სადმე ნანახი, დაკარგვის მომენტში წითელი საყელური ეკეთა. სახელზე რეაგირებს და არ არის აგრესიული. 

ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ფოტოები და განცხადება! 

გავაკეთოდ ერთად კარგი საქმე.. 

მონიკას შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 598 35 35 00", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა