თეგებით ძიება

"ეცადე, ის დაინახო, რაც რეალურად არის და არა ის, რისი დანახვაც მაინცდამაინც გინდა... აამარჯვებინე შენს ფიქრში დღეს!" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოცილურ ქსელში აზროვნებისა და ფიქრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ადამიანმა რეალობა უნდა დაინახოს და არა ის, რისი დანახვაც სურს.

"აზროვნება ცოტა გვიან იბადება, მაგრამ შეუძლია ადამიანზე ადრე მოკვდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას არ მისცე თვითმკვლელობის უფლება - ასე ხდება, როდესაც ახირებულ იდეებსა და ხედვებს ეწირები.

ეცადე, ის დაინახო, რაც რეალურად არის და არა ის, რისი დანახვაც მაინცდამაინც გინდა - რაც ხელოვნებაში მომხიბვლელია, ცხოვრებაში დიდ პრობლემებს ქმნის.

ისე კი, ყველას დილა მშვიდობის! - რაც გინდა განვსხვავდებოდეთ, "ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ"... თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ძალიან ახირებული არ არის და საკუთარ აზროვნებას თვითმკვლელობისკენ არ მოუწოდებს.

გაამარჯვებინე შენს ფიქრში დღეს! - ღამეს დახმარება ისედაც არ სჭირდება", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა