თეგებით ძიება
28. 02. 2023 მსოფლიო

უკრაინა სრულად ცის დაცვას მაშინ შეძლებს, როცა პარტნიორებთან საავიაციო ტაბუ გაუქმდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სრულად ცის დაცვას მაშინ შეძლებს, როცა პარტნიორებთან საავიაციო ტაბუ გაუქმდება.

"ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი - თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მხოლოდ მაში, როცა მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც.  ჩვენი მფრინავები ჩვენს მეზენიტეებთან, ყველა მეომართან და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა სპეციალისტთან ერთად უკვე აკეთებენ დიდ საქმეს, თუმცა ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც გაუქმდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა