თეგებით ძიება

შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ნედ პრაისი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო.

ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულები არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა