ემოციური ისტორია - 80 წლის კაცმა, სკოლაში დამლაგებლად მუშაობა დაიწყო, რადგან ბინის ქირა გაუძვირდა
აშშ-ში, 80 წლის კაცს სკოლაში დამლაგებლად მუშაობის დაწყება მას შემდეგ მოუწია, რაც ბინის ქირა 400 დოლარით გაუძვირეს.
აშშ-ში სკოლის მოსწავლეებმა 80 წლის დამლაგებელს $250 000-ზე მეტი შეუგროვეს, რათა კაცი პენსიაზე გასულიყო.
ტეხასის კალისბურგის სკოლის მოსწავლეებმა დამლაგებლის დასახმარებელი კამპანია TikTok-ზე იმ იმედით წამოიწყეს, რომ $10 000-ის შეგროვებას შეძლებდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში ბატონ ჯეიმსს $250 000-ზე მეტი შეუგროვდა.