მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - რა მოხდა იტალიაში?
იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც.
გავრცელებული ცნობით, ნავზე, რომელმაც თურქეთის სანაპირო 23 თებერვალს იზმირიდან დატოვა, 200-მდე ადამიანი იყო.
80 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს, ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ეძებენ. კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან წყალმა ცხედრების დიდი ნაწილი სანაპიროზე გამორიყა.