თეგებით ძიება

"ეს არის ვაკეში. უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდი!" - რა ფოტოებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში თბილისში, ვაკეში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ტერიტორიის შენობებით დატვირთვა დანაპრალებას და მეწყერს იწვევს.

"ეს არის ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ, ვაკეში. გუშინ მოსახლეობამ დაგვირეკა მიწა ჩამოწვაო. ძალიან ბევრჯერ ვთქვით! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდი-თქო. დანაპრალებას და მეწყერს იწვევს. არ შეიძლება ასეთი მშენებლობები და გრუნტის ჭრა. არ არის კარგი უბანი ვაკე ასეთი მშენებლობებისთვის. ასეთი დანაპრალება ლოკალურად ერთი ჩაჭრის ბრალი არა მგონია იყოს. ძალიან დაიტვირთა ვაკეში ფერდი! ძალიან! რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ!! თვითლიკვიდაციას!

P.S. დაგპირდით, რომ 27 თებერვლიდან დავიწყრებდით ლაივ ჩართვებს! ძალიან მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ საერთოდ აღარ მაქვს ხმა. იმედია დამიბრუნდება და მომავალ კვირაში გუნდთან ერთად დავიწყებთ ონლაინ ჩართვებს", - წერს გოდოლაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა