თეგებით ძიება

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას.

„საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, არანაირი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას. ასეთი მუხლი ფიზიკურად არ არსებობს. თუ ვინმე ამას იტყუება, ბარემ ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი.

მთავარი იცით რა არის? ეს ყველაფერი „ფეიკია“, „ფეიქპიარის“ ტრენდის გაგრძელებაა. სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს მართლა უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იზრუნოს, მოუწოდოს მეტი, ორმაგი კალორია მიიღოს, მას აქვს ამის შესაძლებლობა, რაც დასტურდება ექიმების დასკვნით და ნუ დადებს ჯანმრთელობას რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და იქნება ყველაფერი კარგად“, - აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა