ოკუპირებული აფხაზეთი ბელარუსში ღვინოს გაყიდის - ე.წ. შეთანხმება მიღწეულია
ოკუპირებული აფხაზეთი ბალარუსში ადგილობრივი წარმოების ღვინოს გაიტანს. ოკუპირებულ სოხუმსა და მინსკს შორის ე.წ. შეთანხმება მიღწეულია.
რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის ტურიზმის სფეროშიც იგეგმება თანამშრომლობის დაწყება.
ცნობისთვის, არაღიარებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია გასულ კვირას ეწვია მინსკს, სადაც ბალარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსული ჯარი საქართველოს ამ ტერიტორიაზე იმყოფება და კრემლი აკონტროლებს აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს.