თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი უკვე მომაკვდავია - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმე უკვე თითქმის 5 დღეა შესულია და ჯერ პროცესი არ ჩანიშნულა.

მისი შეფასებით, ეს არის საქმის გაჭიანურება, როცა საკითხი მომაკვდავ პაციენტს ეხება.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტი, ვნახეთ დემარში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან გაცხადდა, ასევე, ვნახეთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დღეს ჩვენ მოვიპოვებთ ამ დოკუმენტებს.

დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს იმედია გაირკვევა, როდის იქნება პროცესი. რა თქმა უნდა, გაჭიანურებაა, მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან, რა უნდა გააკეთონ და ელოდებიან დირექტივას. სხვას ვერაფერს ვერ მივაწერთ იმას, რა უმსგავსობაც ხდება ახლა ამ სასამართლოში. ჩვენ ვმუშაობთ სათანადო გეგმის მიხედვით და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ, რომ გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა